|
2025-05-01 16:03:46, 686 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მახინჯი არარაობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მახინჯი არარაობა! - სამინისტროს ქალებმა საერთოდ ყველაფერზე აიღეს ხელი! ყველაზე უფრო ჯალათები გახდნენ! ქალების მეშვეობით უსწორდებიან ქალებს, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ქართველობა!- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია იმ ფაქტს, რომ სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას იმის გამო იჭერდნენ, რაც არ გაუკეთებიათ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მახინჯი არარაობა! სამარცხვინო, მახინჯი არარაობა, რომელიც უკვე არბევს ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვან შვილიან ქალებს, ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან პატიმრების ოჯახებს. დღეს უკვე იჭერდა 25 წლის 2 ჟურნალისტ გოგოს იმისთვის, რაც არ გაუკეთებიათ. რომც გაეკეთებინათ, პატიმრობას ითხოვდნენ. ორივე ჩემს გვერდით იდგა ბრიფინგის დროს, ჩემი პრესსამსახურია. რატომ გონია ამ ხალხს რომ არ გადაიჩეხებიან?! გადაიჩეხებიან, ოღონდ ისე მწარედ, რომ ვერ ადგებიან ფეხზე, წელში ვერ გასწორდებიან, ვერ იცოცხლებენ ამ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ის ქალები, რომლებიც ქალების პატიმრობას ითხოვენ, ზუსტად იციან, რომ იქ არ ყოფილან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალებმა საერთოდ ყველაფერზე აიღეს ხელი! ყველაზე უფრო ჯალათები გახდნენ! ქალების მეშვეობით უსწორდებიან ქალებს, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ქართველობა!-აღნიშნა გვარამიამ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა, გვარამიას თქმით, „მანდატურის სამსახური ბოლომდე გაიხრწნა, ყველაფერს უყურებს და ყველაფერზე მიდის“. „უნდოდათ, რომ დარბაზში არავინ ყოფილიყო. მანდატურის სამსახური ბოლომდე გაიხრწნა, ყველაფერს უყურებს და ყველაფერზე მიდის. ასეთი ადამიანები ვერ იცხოვრებენ საზოგადოებაში. მეზობლები უნდა აფურთხებდნენ და გამარჯობას არავინ უნდა ეუბნებოდეს“, - აღნიშნა გვარამიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)