|
2025-05-01 11:04:19, 688 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დაინიშნოს, უკეთეს ფორმაში თუ ხართო
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, უკეთეს ფორმაში თუ ხართო. ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც გაფართოებაზეა მიმართული, ოპოზიციას ამყოფებს უკეთეს ფორმაში, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ზურაბიშვილის პროცესი განსხვავდება ყველა წინა პროცესისგან, რომელიც რომელიმე ბელადის ან დონორის ეგოს უტრიალებდა და გაფართოებად ძალებს პროცესიდან აგდებდა. „სალომე ზურაბიშვილის პროექტი არის ასეთი – ქვემოდან ზემოთ პროცესი, რომელიც არსებულ შეთანხმებებზე აგებს პროცესს და ზემოდან თავს არაფერს ახვევს, სახალხო პროტესტის ამოცანებიდან ამოდის ზემოთ, და არა ლიდერების ამოცანებიდან – ქვემოთ. ამასთან, ის ღიაა ყველასთვის, ვინც ამ სულისკვეთებას იზიარებს და პროცესის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. ესაა ზურაბიშვილის პროცესის განსხვავება ყველა წინა პროცესთან, რომელიც რომელიმე ბელადის ან დონორის ეგოს უტრიალებდა, შეკუმშვაზე იყო მიმართული და გაფართოებად ძალებს პროცესიდან აგდებდა. როგორ შეიძლებოდა გაემარჯვა პროცესს, სადაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც თალსაჩინოდ, ყველასთვის დასანახად იზრდებოდა და ფართოვდებოდა, ადგილი ვერ იპოვა? ეს ფიზიკურად, ინჟინრულად შეუძლებელია. ფართო უგებს ვიწროს ამ საქმეში. თუ პროცესის მონაწილე ელემენტებს გაფართოების პოტენციალი აქვთ, პროცესი ფართოვდება, თუ არ აქვთ, სტატიკურიც არ რჩება – ვიწროვდება, იმიტომ რომ ველოსიპედის პრინციპია – თუ არ მიდიხარ, ეცემი“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)