|
2025-04-30 16:49:17, 713 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის უყუროს კომისიის სხდომებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს - [ჩხრეკისას] ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! [ბავშვის] რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ფონდების ხელმძღვანელებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფონდების ხელმძღვანელებმა თავად აღიარეს, რომ ისინი ძალადობრივ აქციებს აფინანსებდნენ და ბუნებრივია, „ჩხრეკაც მოხდება და კანონით გათვალისწინებული [სხვა] პროცესებიც“. „ვინც იმას ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაცა რეპრესიები მიდის და ა.შ., უყუროს კომისიის სხდომებს. ნახავს, რა არის რეპრესიები, კანონის დარღვევა, ადამიანის უფლებების დარღვევა, სიცოცხლის მოსპობა, დაზიანება. რაც შეეხება ე.წ. ფონების დამფუძნებლებს - ამ ფონდების ხელმძღვანელებმა თავად აღიარეს, რომ დიახ, ისინი აფინანსებდნენ ძალადობრივ აქციებს. უწყებებს საჯაროდ აღიარებული ასეთი მტკიცებულებები აქვთ და რა თქმა უნდა, ჩხრეკაც მოხდება და კანონით გათვალისწინებული პროცესები. ვინმეს შეუვარდნენ და ფიზიკური ძალადობა იყო?! რა მოხდა?! ფიზიკური იძულება იყო?! [ბავშვის] რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც მაგრამ... დღეს მოუსმინეთ კომისიის სხდომას თქვენ?! სიმართლეს გაუსწორეთ თვალები. [წინა ხელისუფლების დროს] ადამიანებთან შედიოდნენ, აბსოლუტურად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ფიზიკურ განადგურებაზე იყო საუბარი, ფსიქოლოგიურზე აღარ ვსაუბრობ. ეს ადამიანები, რასაც ჰყვებიან, იმასთან დაკავშირებით რეაქცია რატომ არ გაქვთ?! ელემენტარულად, რაღაცა ადამიანობა ხომ არსებობს?!," - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, 29 აპრილს, პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)