18:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 19:54:23, 652 ნახვა

მსოფლიო
REN - სამ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს უკავშირდება

პორტუგალიის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია REN აცხადებს, რომ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს" უკავშირდება, რამაც ესპანეთის ელექტროქსელში ხარვეზი გამოიწვია. 

"ესპანეთში ტემპერატურის უკიდურესი ცვალებადობის გამო, ძალიან მაღალი ძაბვის ხაზებში (400 კვ) მოხდა ანომალიური რხევები - ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც 'ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია'.

ამ რხევებმა ელექტრულ სისტემებს შორის სინქრონიზაციის დაკარგვა გამოიწვია, რაც ურთიერთდაკავშირებული ევროპულ ქსელში ხარვეზებში გამოვლინდა". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ესპანეთი პორტუგალიური კომპანიის ვარაუდს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

ცნობისთვის, დღეს, 28 აპრილს ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია.

ესპანეთის ელექტროენერგიის ქსელის მმართველი კომპანია, Red Electrica აცხადებს, რომ ელექტრო ენერგიის აღდგენას შესაძლოა 10 საათი დასჭირდეს.

REN-ის ბოლო განცხადების მიხედვით კი, პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდების სრულ აღდგენას შესაძლოა, 1 კვირამდე დროც კი დასჭირდეს. 

"ფენომენის კომპლექსურობისა და საერთაშორისო მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ხელახლა დაბალანსების საჭიროებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ქსელის სრულ აღდგენას 1 კვირამდე დასჭირდეს". - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics