|
2025-04-25 14:47:13, 980 ნახვა
სამართალი
საია - აქციებზე დაკავებული რეჟიმის პატიმრების - 10 პირის მიმართ მოპყრობა წამებას უთანაბრდება
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისას თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. როგორც საია-ში განმარტავენ, ასეთ ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანციმ, ანასტასია ზინოვკინამ, მზია ამაღლობელმა. „საია აწარმოებს აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეების მონიტორინგს. ამ საქმეებში ერთ-ერთი შემაშფოთებელი გარემოებაა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რომლებიც თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს. საია-ს სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. კერძოდ, ასეთ ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანციმ, ანასტასია ზინოვკინამ, მზია ამაღლობელმა საბა სვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე. რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ არასათანადო მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. სრული განცხადებები არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ იხილეთ ბმულზე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)