21:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 17:49:31, 815 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - მიწისძვრის შედეგად სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია

სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია, - ამის შესახებ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

„ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და დახმარება არ უთხოვია, რომ სახლი ან შენობა ჩამოინგრა“, - განაცხადა ალი იერლიკაიამ.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ვითარებას ყურადღებით აკვირდება“.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ბიძგები სტამბოლში იგრძნობოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics