|
2025-04-23 14:49:30, 816 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ რადიკალები
ნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ რადიკალები - ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა - ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეუთო-ს გენერალური მდივანიც ზუსტად იმ მიდგომას იზიარებს, რომ სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. „[ეუთოს გენმდივანმა] თქვა, რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში მშვიდობის საწინდარია. ჩვენი ნამდვილი მეგობრები მოვლენებს ზუსტად და სწორად აფასებენ. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ ჩვენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ბუნებრივია, ბოლომდე გავითვალისწინებთ. რაც შეეხება რადიკალებს - ნახეთ, რა დღეში არიან და რა დღეში ჩავარდნენ. ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა. ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ამას ჩვენმა სტუმარმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. რაც შეეხება უსამშობლოებს და რადიკალებს, მათი ამოცანა რაც იყო ქაოსი, არეულობა, დაძაბულობის შემოტანა და შემდეგ ამაზე ხელის მოთბობა. ეს არ გამოუვათ და ყოველთვის ასე იქნებიან, ჩუმაც წყნარად, სოროებში - იქ იჩურჩულონ და იბუტბუტონ. საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ყველგან და ყოველთვის,“ - განაცხადა ზარქუამ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)