|
2025-04-21 12:41:02, 604 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - ჩვენ ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არ არის საკითხი, რომელზეც რაიმე კუთხით ვმსჯელობთ, რომლითაც რაიმე ფორმით ვინტერესდებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი კონცენტრირებული არიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. „ჩვენ არ ვაპირებთ, ვიფიქროთ არარსებულ საკითხებზე, რომელზეც ფიქრი და მსჯელობა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ვაგრძელებთ ამისათვის მუშაობას. საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს. თუ არ განვიხილეთ საკითხი, ვერც არას ვიტყვი და ვერც – კის, ეს არ არის საკითხი, რომლითაც ვინტერესდებით ახლა, აპრილში. ჩვენ ამ საკითხზე ვმსჯელობთ, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი და გავაგრძელებთ მსჯელობას, როდესაც ამას დავაპირებთ, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. ზოგადად, პარტია ყოველთვის უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის. პარტიის საქმე არის, რომ ყოველთვის იყოს საბრძოლო ფორმაში. ზოგ დღეს ეს არის არჩევნები, ზოგ დღეს – აქცია, ზოგ დღეს ეს არის საგარეო ველზე ბრძოლა, ზოგ დღეს ეს არის საშინაო ველზე ბრძოლა. პარტია, როგორც ასეთი, საერთოდ და საზოგადოდ, ყოველთვის უნდა იყოს ყველაფრისთვის მზად. ჩვენ, როგორც კოალიცია „ძლიერი საქართველო“, ყოველთვის ვართ მზად, ვართ ფორმაში და ვერცერთი ხრიკი და ტრიუკი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს, ვერ გაჭრის, რადგან ჩვენ ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვართ. სწორედ ეს აგიჟებს „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომ ძლიერ საქართველოს ვერაფერი მოუხერხეს. ჩვენ ვართ მყარად ფეხზე. მათგან განსხვავებით, ვართ პრინციპულები, ვემსახურებით ამ ქვეყანას“,- განაცხადა გეგელიამ. როგორც გეგელიამ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების გარშემო ოპოზიციაში უთანხმოებას ვერ ხედავს. „მე ვერ ვხედავ გამორჩეულ უთანხმოებას ვერცერთ საკითხზე. ზოგიერთი პარტია საუბრობს თავის გეგმებზე ერთი ფორმით, ზოგიერთი, უბრალოდ, ტაქტიკურად სხვა საკითხებს მიიჩნევს უფრო მნიშვნელოვან საკითხებად. ეს არ არის უთანხმოება, არც განხეთქილება. ჩვენი კოალიცია არ მიიჩნევს, რომ ეს არის აქტუალური და რელევანტური საკითხი. შესაბამისად, ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე და ვაგრძელებთ ფიქრსა და მუშაობას იმ საკითხზე, რომელიც, ჩვენი აზრით, არის ყველაზე რელევანტური – ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)