|
2025-04-18 19:49:41, 620 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ მოკავშირეებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მონახაზი წარუდგინა
გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ მოკავშირეებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა, რომელიც, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებას გულისხმობს. გამოცემასთან საუბრისას ევროპელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ აშშ-მ პარტნიორებს გეგმის მონახაზი 17 მარტს პარიზში შეხვედრის დროს წარუდგინა. პარიზის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის, ასევე შედგა დისკუსიები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის. Bloomberg-ის წყაროების თანახმად, შეთავაზებული გეგმა ომის ფაქტობრივად გაყინვას, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებას, ხოლო NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვას მოიაზრებს. ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გამოცემასთან თქვა, რომ განხილული გეგმები სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი არ არის და ჯერ მონახაზი უკრაინის წარმომადგენლებთან უნდა განიხილონ. მანვე აღნიშნა, რომ გეგმის მონახაზით ევროპელ მოკავშირეებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარება არ მოუწევთ. მისივე თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება საჭიროა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად. ამავე თანამდებობის პირმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები აზრს მოკლებული იქნება, თუკი კრემლი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. მანამდე, როგორც Bloomberg წერდა, აშშ-ს თანამდებობის პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა რამდენიმე კვირაში სურდათ. ცნობისთვის, შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)