|
2025-04-17 09:59:27, 481 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა გადადო
ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს სანქციების მომავალ პაკეტებში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის შემოღების იდეაზე, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ზოგიერთი მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა და ალტერნატიული წყაროების შესახებ გაურკვევლობაა. Reuters-ი წერს, რომ ამის ნაცვლად, კომისიას სურს შეიმუშაოს ახალი საგზაო რუკა, რათა 2027 წლისთვის ბლოკის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დასრულდეს. გეგმა მაისის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ მწირია. ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის წარდგენას ივნისამდე გეგმავს, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ზომებზე მუშაობა ნელა მიმდინარეობს. კომისიამ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის იდეა ევროკავშირის მთავრობებს იანვარში წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)