21:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 20:29:14, 855 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა რუსული გემებისთვის აშშ-ს პორტებში შესვლის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2022 წლის 21 აპრილს გამოცემული ბრძანება რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ან რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ს პორტებში შესვლას უკრძალავს.

"ერთი წლით ვახანგრძლივებ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს რუსეთის ფედერაციის მიმართ და საგანგებო უფლებამოსილებებს, რომლებიც აღწერილია  №10371 განკარგულებაში და ეხება რუსეთთან დაკავშირებული გემების გაჩერებისა და გადაადგილების რეგულირებას აშშ-ს პორტებში". - აღნიშნულია აშშ-ს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მანამდე, ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობაც  გაახანგრძლივა.

ბაიდენმა აღნიშნული აღმასრულებელი ბრძანება "საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალების აქტის" საფუძველზე 2021 წლის 15 აპრილს მიიღო, რათა აშშ რუსეთის საგარეო საქმიანობით გამოწვეულ განსაკუთრებულ საფრთხეს გამკლავებოდა.

თეთრი სახლის მიერ კონგრესისთვის გადაცემულ წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირგამომთხრელი საქმიანობა, უსაფრთხოების დესტაბილიზაცია ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics