|
2025-04-16 17:05:09, 651 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ეკონომიკის მინისტრი - იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს
იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა. „ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა შეთანხმებაზე ძალიან ბევრი იმუშავეს - მნიშვნელოვანი პროგრესია, ორივე გუნდის მომლაპარაკებლების წყალობით იურისტებმა შეთანხმების პროექტში სწორი აქცენტები გააკეთეს“, - განაცხადა იულია სვირიდენკომ. მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება უკრაინის რადას მიერ უნდა მოხდეს. „ვემზადებით, რომ უახლოეს მომავალში შეთანხმებას ოფიციალურად გავაფორმებთ“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. ცნობისთვის, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. „შეიძლება შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწეროს“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)