21:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 15:17:45, 715 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს

კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი უკრაინის რადას მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 6 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენ წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებაც ვნახეთ იმის შესახებ, რომ იქ საქმე ავტორიტარული ტენდენციებით ვითარდება. ეს სრულიად ნათელია“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება საკუთარ თავს თავად აუკრძალა.

„კიევის რეჟიმს, სხვათა შორის, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი თავისთვის აქვს აკრძალული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ეს დოკუმენტის თანახმად ეკრძალება“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics