|
2016-03-15 11:28:58, 1332 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი მკვდარია
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ომარ ალ-შიშანი მკვდარია, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ამერიკის ავია-დარტყმების შედეგად მძიმედ დაიჭრა და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ალ-შიშანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია BBC-ს ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნმა დაუდასტურა. ავია-ოპერაცია იმ ავიაკოლონის წინააღმდეგ, რომელშიც ბათირაშვილიც იმყოფებოდა 4 მარტს ჩატარდა, სირიის ქალაქ შადადიში. ალ-შიშანი ტერორისტულ დაჯგუფებაში მაღალ თანამდებობეს იკავებდა, ბოლოს მას ე.წ. თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. ალ შიშანი 1986 წლის იანვარში პანკისში დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მის დაკავებაში დახმარებისთვის ჯილდო - 5 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)