|
2025-04-16 13:13:00, 603 ნახვა
მსოფლიო
EU გეგმავს, 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება გაამარტივოს - სიაშია საქართველო
ევროკავშირი 2025 წლის მეორე ნახევარში გეგმავს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირს 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გაუმარტივებს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. გასულ კვირას აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ევროპულ პარლამენტს, ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. ინსტიტუციები მიზნად ისახავენ, რომ შეთანხმება მიაღწიონ მანამდე, სანამ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთია. შეთანხმების შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება. იოზვიაკი წერს, რომ ახალი კანონმდებლობით შეჩერების ახალი საფუძველი ეხება ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებთან. კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)