|
2025-04-16 11:05:28, 631 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა უარი თქვა, ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომლითაც უნდა დაეგმოთ სუმზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა, ხელი მოეწერა „დიდი შვიდეულის“ განცხადებაზე, რომლითაც გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს უნდა დაეგმოთ უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, – ამის შესახებ „სიენენი“ კანადის მთავრობის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ამ მომენტში, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-მა უარი განაცხადა უკრაინის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერაზე, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები დაეთანხმნენ“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სიენენს“ განუცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს ამ საკითხზე. მანამდე „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ განცხადების მხარდაჭერაზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის დარტყმას უკრაინის ქალაქ სუმზე, რადგან აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ეს ზიანს მიაყენებდა მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)