|
2025-04-16 09:21:15, 535 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით
"საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ამასთან გახარიამ განმარტა, რომ ის დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მუნიციპალურ არჩევნებისთვის ემზადება, ისევე, როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. გახარია სხვა პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რადგან ის თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, როდის გამოაცხადებს გახარია გადაწყვეტილებას და პირველი მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას, რომ თავადაც იმოქმედონ. "ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ნებისმიერი არჩევნებისთვის. ახალს არაფერს ვამბობ. ყველანი ერთად ვცდილობთ დღეს, მივაღწიოთ საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ჩვენ - ეს საპარლამენტო არჩევნები ერთად იქნება, მუნიციპალურ არჩევნებამდე იქნება...მუნიციპალურ არჩევნებამდე თუ არ იქნება, თქვენ როგორ ფიქრობთ, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ საპარლამენტო ახალი არჩევნები დღის წესრიგიდან მოიხსნება? - არ მოიხსნება. შესაბამისად, ადამიანებმა, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თვითონ აქვთ მისაღები და უყურებენ აი, გახარია პირველი როდის იტყვის, მან მიიღოს პირველი პოლიტიკური ზიანი და მერე ჩვენც მივყვებით, ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. მე ვამბობ ერთ რამეს: ჩვენ ვემზადებით, ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან, როდესაც შენ ხარ პოლიტიკური პარტია, მზად უნდა იყო არჩევნებისთვის, ჩვენ ასე ვმოქმედებთ",-განაცხადა გახარიამ. წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე: "ანუ თქვენ ახლა ემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, გახვალთ ამ არჩევნებზე?", გახარიამ უპასუხა: "ჩვენ ახლა ვემზადებით, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში". ამის შემდეგ, მას წამყვანმა კითხვა დაუსვა, "ვთქვათ, ერთად არ დაინიშნა?", რაზეც გახარიამ განაცხადა, რომ "თუ არ დაინიშნა, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას". დამაზუსტებელ კითხვაზე, ამბობს თუ არა კატეგორიულად უარს, გახარიამ აღნიშნა: "რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რა თქმა უნდა არ ვამბობ, კატეგორიულად უარს არ ვამბობ, ვერავინ ვერ მათქმევინებს, რადგან ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია" . მისი თქმით, შესაბამისი კატეგორიული გადაწყვეტილებისთვის არჩევნებზე გასვლა-არგასვლის საკითხზე დღეს მზად არ არის. "შეიძლება მივიღოთ, შეიძლება არ მივიღოთ, მე არ ვარ ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად", - განაცხადა გახარიამ. კიდევ ერთ რეპლიკაზე, აქვს ეჭვი, რომ ოთხივე ბარიერგადალახული პარტია, მისი ჩათვლით, რომ გავა არჩევნებზე, გახარიამ უპასუხა, „ყველაზე მაქვს ეჭვი" და დასძინა: "მე გეუბნებით ჩემს თავზე, მარტივი ამბავია, დიახ, ვემზადებით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით". მის ამ პასუხს წამყვანის რეპლიკა მოჰყვა, "თუ მანამდე არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, არის შანსი, რომ არჩევნებზე გახვიდეთ", გახარიამ უპასუხა, რომ "რა თქმა უნდა, არის შანსი".
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)