|
2025-04-15 17:22:04, 742 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - რას ემსახურება კომისია? არაფერს - პარლამენტში მისვლა ღრმა შეცდომაა
სისხლის სამართლებრივი დევნას ჩემთვის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. რას ემსახურება კომისია? არაფერს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც ის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურის კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე პასუხობს. მისი თქმით, კომისიის სხდომაზე მისვლას ოპოზიციონერების შეცდომად მიიჩნევს. “გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ეს არის გადაფარვის მცდელობა, პროპაგანდისტული სისულელე, რომელიც ამაზე ალაპარაკებს მთელ საზოგადოებას, ამიტომაც მიმაჩნია იქ მისვლა ოპოზიციონერების შეცდომად. მეორე მხრივ, ეს არის სამშობლოს ინტერესების ღალატის შემცველი ქმედებები. რასაც ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა იყოს იმგვარი, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე და არა რუსეთი”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი შეფასებით, დროებით საგამოძიებო კომისიაზე “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მისვლა ღრმა შეცდომად მიაჩნია, ხოლო კითხვაზე, არის თუ არა ეს ოპოზიციის შეთანხმების დარღვევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი ფორმატის ფარგლებში არსებობდა, გვარამია პასუხობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილმა შეაფასოს. “ეს სალომე ზურაბიშვილმა შეაფასოს. ის არის შეთანხმების ინიციატორი, მაგრამ მიმაჩნია ღრმა შეცდომად ბატონი გახარიას მხრიდან [კომისიის სხდომაზე მისვლა]. ამით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ რეჟიმის შეცვლისთვის ბრძოლას, ჩემი აზრით, არაფერი აკლდება, თუ ვინმეს აკლდება, ეს ბატონი გახარიაა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)