|
2025-04-15 15:58:49, 762 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთში კონსტიტუციის შესწორება მიიღეს, რომელიც LGBT შეკრებების აკრძალვას შესაძლებელს ხდის
უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომელიც ხელისუფლებას LGBT ღონისძიების აკრძალვასა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების უფლებების შეზღუდვის საშუალებას აძლევს. შესწორებას, რომელიც პარლამენტში უნგრეთის მმართველმა პარტიამ, Fidesz-მა წარადგინა, მხარი 140-მა დეპუტატმა დაუჭირა, 40 კი წინააღმდეგ წავიდა. ხმის მიცემამდე პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა პარლამენტის ავტოსადგომის შესასვლელი ბლოკირება სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ დაშალა. შესწორების თანახმად, ბავშვების მორალური, ფიზიკური და სულიერი განვითარების უფლება სიცოცხლის უფლების გარდა ყველა უფლებას აღემატება, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლებასაც. 14 აპრილს მიღებული შესწორება უნგრეთის ხელისუფლებას ასევე აძლევს საშუალებას, რომ 10 წლამდე შეუზღუდოს მოქალაქეობა საზოგადოებრივი წესრიგისთვის ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიჩნეულ პირებს, რომლებსაც ასევე ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ მდებარე ქვეყნის მოქალაქეები არიან. გარდა ამისა, მიღებულ შესწორებაში ასევე წერია, რომ უნგრეთის კონსტიტუცია მხოლოდ ორ სქესს, მამრობითსა და მდედრობითს აღიარებს. მანამდე, 2020 წელს უნგრეთმა შეცვალა კონსტიტუცია და დაკონკრეტდა მშობლების განმარტება: "დედა არის ქალი, მამა არის კაცი", რის შედეგადაც ერთნაირსქესიან წყვილებს შვილების აყვანა აეკრძალათ. მანამდე, 18 მარტს უნგრეთის პარლამენტში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანაში პრაიდის ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს და ხელისუფლებას უფლებას აძლევს, სახის ამოცნობის პროგრამის გამოყენებით დაადგინოს მონაწილეთა ვინაობა. ახალი კანონის ფარგლებში აკრძალულ ღონისძიებაზე დასწრება 200 000 უნგრული ფორინტით ($546) დაისჯება. ჯარიმის თანხა კი "ბავშვთა დაცვის" მიზნებს მოხმარდება. სავარაუდოდ, ხელისუფლება მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის სახის ამომცნობ ტექნოლოგიას გამოიყენებს. უნგრეთის შეკრების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, დანაშაულად ჩაითვლება ისეთი ღონისძიების გამართვა ან იმ ტიპის ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც არღვევს უნგრეთის "ბავშვთა დაცვის" შესახებ კანონმდებლობას, რომელიც 18-წლამდე პირების თანდასწრებით ჰომოსექსუალობის "გამოხატვას ან პროპაგანდას".
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)