|
2025-04-15 12:43:42, 690 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის განახევრებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაახლოებით განახევრებას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 2026 წლის ბიუჯეტი 28.4 მილიარდი დოლარის ოდენობით არის განსაზღვრული მაშინ, როცა მიმდინარე ფისკალური წლის ბიუჯეტი 54.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. გამოცემა წერს, რომ შემცირებამ, შესაძლოა, აშშ-ის 30-მდე მისიის დახურვა და უცხოური დახმარების მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს. კერძოდ, გეგმის ფარგლებში, ადმინისტრაცია განიხილავს რეკომენდაციას, დახუროს მინიმუმ 27 მისია, ძირითადად აფრიკასა და ევროპაში. ამ მისიებიდან ათი საელჩოა, დანარჩენი კი - საკონსულოები. ასევე შეთავაზებულია სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განაწილებული უცხოური დახმარების შემცირება 38.3 მილიარდი დოლარიდან 16.9 მილიარდ დოლარამდე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)