|
2025-04-14 14:16:01, 686 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიას - ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული
ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული - არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს. „ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე ჩაწერილი, რომ მისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. რკინის ღობე, ჯებირი ნამდვილად, რომელიც თან ახლავს პარლამენტს, რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდანაც გემახსოვრებათ. ეს ჯებირი ყოველთვის იყო თაღებში. არ იყო საკმარისი? მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან, იუსტიციის მინისტრი, იღლიით რკინის კედლებს? მოგეტანათ რკინის კედლები! ამხელა უწყება გქონდათ. ბრძანებაში არ წერია რკინის კედელი, ახლა იძახით რკინის კედელი არ იყოო. რაც იყო, იმ ჯებირის უკან მაინც დაგეყენებინათ?!“- განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ გავრილოვი რომ არ ჩამოეყვანათ, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. „არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი. არაფერს გავურბივარ. აბსურდულ საკითხებს ეხებით, ეს აბსურდია“, - განაცხადა გახარიამ. ამასთან, წულუკიანმა მიმართა გახარიას და დაინტერესდა, თუ რატომ იტყუება, როცა ამბობს, რომ ოპერაციის შესახებ აზრი ამ საქმის მცოდნე ადამიანებს კითხა. „რატომ არ დაეკითხეთ უფრო კომპეტენტურს პროფესიით. ვიღაც გეტყოდათ, ვინც იცოდა ეს, რომ გაწიე სპეცრაზმელები ჯებირის უკან, არცერთს შეითრევდა აქციაზე მონაწილე თავის წიაღში და არ გაჩნდებოდა სიცოცხლის საფრთხე. კითხეთ თუ არა ვიღაცას რჩევა? რომ ამბობთ, რომ კითხეთ, ეს არის მტკნარი ტყუილი!“ - განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ თავად ის იტყუება. „დიახ, ვკითხე! თქვენ ახლა იტყუებით. წარმოდგენა არ გაქვთ ორ ადამიანს შორის რა საუბარი იყო და რა კითხვებს ვუსვამდით. ის საკითხიც, რომელიც თქვენ დააყენეთ, იქ ღობე არსებობდაო, ფოტოებს გამოგიგზავნით, როგორი ღობე არსებობდა. იმის მაგივრად, რომ ამ მძიმე ღამისა და ამ მძიმე კრიზისის წყარო რა იყო იმაზე საუბრობდეთ, მესაუბრებით ღობეზე და ზუსტად ისე როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ მაკო გომურს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“, - განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ნაცებთან“ დგას თავად ის. „ნაცებთან“ თქვენ დგახართ. „ნაცების“ კომისიაში როცა იყავით მოსული, ხორავას საქმეზე, ნაკლებად ყინჩად გამოიყურებოდით“, - აღნიშნა წულუკიანმა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)