|
2025-04-12 15:20:30, 808 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - წულუკიანის განცხადება არასწორი იყო, შეცდომაა და მობოდიშებას მოითხოვს
არასწორი განცხადება იყო, ის თავისი შინაარსით გამორიცხავს თავგანწირვის მნიშვნელობას და აღიარებას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადების შეფასებისას თქვა. თეა წულუკიანმა 11 აპრილს განაცხადა, „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“. იაგო ხვიჩიას თქმით, „ასეთი განცხადება, თუ განზრახ არ არის ნათქვამი, არის შეცდომა და მობოდიშებას მოითხოვს“. „არასწორი განცხადება იყო, ის თავისი შინაარსით გამორიცხავს თავგანწირვის მნიშვნელობას და აღიარებას. მის განცხადებას მგონი ზუსტად არ აქვს ნათელი წარმოდგენა იმის, რომ თავგანწირვაც ადამიანის უფლებაა, თითქოს ადამიანის მიერ საკუთარი სიცოცხლის გაწირვის უგულებელყოფა ხდება, როდესაც ამბობ, რომ ვიღაც თავისი პოლიტიკური პიარისთვის გამოიყენა და ასე შემდეგ, თითქოს გმირს არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ ის ვიღაცამ გაწირა. ასეთი განცხადება, თუ განზრახ არ არის ნათქვამი, არის შეცდომა და ჩემი აზრით, მობოდიშებას მოითხოვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)