23:06 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 15:06:35, 681 ნახვა

მსოფლიო
ანჯეი დუდა - უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო შანსს დონალდ ტრამპი წარმოადგენს

უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო შანსს დონალდ ტრამპი წარმოადგენს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„თუ ვინმეს შეუძლია, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს, ეს ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტია. საკითხავი ის არის, თუ რამდენად მტკიცედ ექნება მას ეს გადაწყვეტილი, რადგან ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იყოს“, - განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სათანადოდ ჰყავს შეფასებული.

„მისი პირველი ვადისას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება ამის მტკიცებულებაა, მან იცის სად შეუძლია ზიანის მიყენება“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics