|
2025-04-12 09:25:35, 706 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში კრიზისი გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია – EPP-ის ჯგუფის სტატია
ევროპარლამენტში უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით სტატიას ავრცელებს, სახელწოდებით, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ევროპის წინააღმდეგობის ნაწილია. სტატიის ავტორია ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა, რომელიც საერთაშორისო ზედამხედველობით ჩატარდება. “ამ კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია, რომლებიც სათანადო საერთაშორისო ზედამხედველობით ჩატარდება, თუმცა საქართველოს ამის მისაღწევად EU-ს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება”. - წერია სტატიაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მხარდაჭერით ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის დახმარებასთან ერთად EU-საც აძლიერებს. “ქართველების მხარდაჭერით არა მხოლოდ უკრაინას, მოლდოვასა და სომხეთს ვეხმარებით, არამედ ევროკავშირსაც ვაძლიერებთ და, შესაბამისად, საკუთარ თავსაც ვიცავთ”. - წერია სტატიაში. იუკნევიჩიანე ივანიშვილის რეჟიმის მიერ მედიის შეზღუდვაზე წერს და აღნიშნავს, რომ რეჟიმი ათობით ჟურნალისტს დაესხა თავს და უსამართლოდ დააკავა, მათ შორის, მზია ამაღლობელიც, რომელიც, როგორც სტატიაშია აღნიშნული, “საქართველოს წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა”. სტატიაში აღნიშნულია ასევე ტელეარხ მთავარის მაუწყებლობის შეჩერებაც. იუკნევიჩიანე ასევე ახსენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების რიტორიკულ იარაღად გამოყენებას ცდილობს, თუმცა ვაშინგტონში “ისტორიული ბრუნი” თავისუფლების მოყვარული ქართველების სიმტკიცეს ვერ ასუსტებს. “ვაშინგტონში ბოლოდროინდელმა ისტორიულმა ბრუნმა ვერანაირად ვერ შეასუსტა თავისუფლების მოყვარული ქართველების მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თავიანთი ქვეყანა დაიცვან კრემლის გავლენის ქვეშ დაბრუნებისა და ევროპული გზის შეწყვეტის მცდელობებისგან”. - წერია სტატიაში. იუკნევიჩიანე წერს, რომ “ბიძინას ევროპის მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს”. “ხალხი კვლავ მტკიცედ დგას. თუმცა, ვითარება საქართველოში პირქუშად გამოიყურება. [...] ბიძინას ევროპის მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს. EU-ს წესები და ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის მის მიზანთან, რომ ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს და რუსეთში მოპოვებული მილიარდები დაიცვას”. - წერია სტატიაში. “ბიძინას ინტერესები კრემლისას ემთხვევა, რაც რეჟიმისთვის თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იძულების ეფექტიანი ბერკეტის პოვნას ართულებს”. - წერია სტატიაში. სტატიაში ნათქვამია, რომ სიტუაციიდან გამოსავალის მოძებნის იმედი არსებობს. ასევე ხაზგასმულია მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, როგორც “წინააღმდეგობის უდავო ლიდერის”, როლი. ამასთან, აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მნიშვნელობაც. “ისევ არსებობს იმედი? ხალხი ამას ხშირად კითხულობს. ჯერჯერობით პასუხია: დიახ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის უდავო ლიდერი გახდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასევე სრულად ხვდებიან ვითარების სიმწვავეს. მათი როლი საკვანძოა, ისინი უკან არ იხევენ და შეუდრეკლები არიან “ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ””. - წერია სტატიაში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)