|
2025-04-11 14:31:10, 591 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას არ გააჩნია რესურსი, რომ რაიმე შექმნას ქვეყანაში და გარედან ახმარენ რეზოლუციებს
ამ ოპოზიციას არ გააჩნია რესურსი, რომ რაიმე რეალური შექმნას ქვეყანაში და გარედან ახმარენ ასეთი ტიპის რეზოლუციებს, რაც ტაქტიკურად ემსახურება წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას - მოვა დრო და ამაზე გარკვეულ ძალებს მოუწევთ პასუხის გაცემა, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეაფასა. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ და მათ ეს დამარცხება პირად შეურაცხყოფად აღიქვეს. „ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ამ პოლიტიკის განმახორციელებლებს ამოსავალი წერტილი აქვთ ის, რომ მათ არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. არ მოსწონთ იმიტომ რომ, მათ ჰქონდათ თავიანთი არჩევანი, თავიანთი საარჩევნო კამპანია. ჩვენ მომსწრე ვიყავით ყველანი, თუ როგორ უხეშად, ფეხქვეშ გათელეს ქვეყნის სუვერენიტეტი, დემოკრატიის პრინციპები, არჩევნებში ჩაურევლობის პრინციპები, როგორ უხეშად გაითელა, მათ შორის, დიპლომატიური მოქცევის კოდექსი და ა.შ. ფაქტობრივად, არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. დამარცხდნენ ამ არჩევნებში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ ეს დამარცხება აღიქვეს როგორც პირადი შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, მოახდინეს ის, რასაც ახდენენ - დაპირისპირების, გამწვავების მცდელობა და ამის წახალისება. ამ ოპოზიციას არ გააჩნია რესურსი, რომ რაიმე რეალური შექმნას ქვეყანაში და გარედან ახმარენ ასეთი ტიპის რეზოლუციებს, რაც ტაქტიკურად ემსახურება წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას. ეს სინამდვილეში, ძალიან ცუდად მოქმედებს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, მოვა დრო და ამაზე გარკვეულ ძალებს მოუწევთ პასუხის გაცემა. რით იყო განპირობებული ის, რომ საქართველო პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად აქციეს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)