22:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 08:47:37, 1074 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის 450 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 585 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 350 მილიონ ფუნტს გაერთიანებული სამეფო, 100 მილიონს კი ნორვეგია „უკრაინის ფონდის“ მეშვეობით გამოყოფს, რომელსაც ბრიტანული მხარე მართავს.

თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა ასობით ათასი დრონის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და რადარების წარმოებას მოხმარდება, ხოლო 160 მილიონი გამოიყოფა იმ აღჭურვილობის შეკეთებისთვის, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მანამდე მიაწოდა.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო დაგეგმვას დააჩქარებენ. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანა უკვე იწყებს იმის განსაზღვრას, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics