|
2025-04-10 12:38:40, 551 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რა დარღვევები იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან
საგამოძიებო კომისია შეისწავლის, თუ რა ტიპის დარღვევები იყო 20 ივნისის საქმეზე იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე - აქ არავინ მოდის ბრალდებულის სტატუსით, საგამოძიებო კომისია კითხავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნულ საქმეზე, საგამოძიებო კომისიამ მოქმედი თანამდებობის პირებიც დაიბაროს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "საგამოძიებო კომისია შეეცდება, ყველა გამოკითხოს, ვისაც აქვს ინფორმაცია". „ადამიანის უფლებათა სასამართლომ სულ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა კონკრეტული დარღვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეისწავლის, თუ რა ტიპის დარღვევები იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ანუ, იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე, რა ქმედებები იყო განხორციელებული. საგამოძიებო კომისია კითხავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია. აქ არავინ არ მოდის ბრალდებულის სტატუსით. სხვათა შორის, ისინი, ვინც გაექცნენ საგამოძიებო კომისიაში მოსვლას, საბოლოო ჯამში, ამით აღიარებით ჩვენებას აძლევენ, რომ ჩადენილი აქვთ რაღაც, რაც დანაშაული, ან დანაშაულის ტოლფასია. რაც შეეხება მოქმედ თანამდებობის პირებს - შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიაში განმარტება მისცა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ასე რომ ვისაც აქვს ინფორმაცია, საგამოძიებო კომისია შეეცდება, რომ ყველა გამოიკითხოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. გარდა ამისა, მან ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი “აბსოლუტურად უპერსპექტივოები არიან". „ცხოვრება მიდის, ისინი ჭკუას ვერ სწავლობენ. ვერ სწავლობენ იმიტომ, რომ მათ დათმობილი აქვთ მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს - თავისუფლება. ისინი არიან დღეს გარე ძალების ყმები და როგორც ყმები, ისე იქცევიან. ყველაფერი ხელის გულზე დევს, დასამალიც არაფერია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)