11:18 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 15:42:32, 591 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს რეზოლუცია გაიმეორებს მწვავე ფორმულირებას, რომელიც იყო იანვრის სესიაზე

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გაიმეორებს „იანვრის სესიაზე მიღებულ მწვავე ფორმულირებას, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე“.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ რეზოლუციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.

„მონიტორინგის კომიტეტის წევრები გუშინ და დღეს მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელსაც ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საქართველოზე საგანგებო დებატების შედეგად. დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია გაიმეორებს ძალიან მწვავე ფორმულირებას, რომელიც ვიხილეთ იანვრის სესიაზე, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე მანამ, სანამ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. დიდი ალბათობით, იგივე მოთხოვნები დარჩება ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ წულუკიანს და სხვებს, ივანიშვილის რეჟიმის მსახურებს თეორიულადაც კი მხოლოდ ოპოზიციის რანგში შეეძლებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, რადგან ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მათი რეჟიმის დამარცხებას მოიტანს და საქართველოს დააბრუნებს ევროპული განვითარების გზაზე,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics