|
2025-04-09 14:43:05, 568 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს
ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი და კარგად კოორდინირებული სანქციები წევრი ქვეყნების მხრიდან ოფიციალური პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უკუსვლაზე, გვჭირდება, გადავხედოთ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უფრო ყოვლისმომცველად სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ევროპარლამენტში პროგრესს უწოდებენ კანდიდატი ქვეყნისთვის. „გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიები, ძნელად შეფასდება როგორც პროგრესი. საქართველოს კანდიდატობა ფაქტობრივად შეჩერდა. „ქართული ოცნების“ თვითდანიშნული მთავრობა დისტანცირდა ევროკავშირისგან ყველა შესაძლო გზით. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერებით, ღირებულებების მსხვრევით, რომელზეც დგას ჩვენი თანამშრომლობა და აქტიური თავდასხმით ევროკავშირზე, მათი მტრული რიტორიკით და დეზინფორმაციით. ამის საპირისპიროდ, ათასობით ქართველი აგრძელებს პროტესტს ქუჩებში ყოველდღიურად, ზამთრის პერიოდში, იბრძვიან დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის თავიანთი ქვეყნისთვის. მოხსენების თავდაპირველი პროექტი ეყრდნობა ევროპარლამენტის სამ ბოლოდროინდელ რეზოლუციას საქართელოს შესახებ. ძირითადი პუნქტები შემდეგია: ჩვენ ვგმობთ ბოლო რამდენიმე წლის დემოკრატიულ უკუსვლას, რომლის კულმინაცია იყო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ჩვენ უარს ვაცხადებთ „ქართული ოცნების“ თვითდანიშნული მთავრობის აღიარებაზე. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და სამოქალაქო საზოგადოების განგრძობად განზრახ განადგურებას. ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, არის ახალი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი და მოვალეობა, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს. სამწუხაროდ, წევრი ქვეყნების გამოხმაურება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ასევე საბჭოს და კომისიის, არაადეკვატური იყო. მცირე რეაქცია იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ მოვალე ვართ თითოეული ქართველის მიმართ, ვინც აგრძელებს ბრძოლას ევროკავშირის დროშებით, ძალადობის მიუხედავად. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი და კარგად კოორდინირებული სანქციები წევრი ქვეყნების მხრიდან ოფიციალური პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უკუსვლაზე, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე. მეორე, გვჭირდება, გადავხედოთ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და ასოცირების შეთანხმებას. მესამე, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უფრო ყოვლისმომცველად სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. მომდევნო კვირაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, კიდევ შევიმუშაოთ ჩვენი პოზიცია და შევიტანოთ შესწორებები. გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა რამ არის აქ შესაცვლელი, იმის გათვალისწინებით, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)