|
2025-04-09 09:07:21, 592 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ვალდებული ვართ, დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!
9 აპრილია დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში! თარიღი ორმაგი განცდის - გლოვისა და გამარჯვების - ამიტომაც ვალდებული ვართ, დავიცვათ მათი მონაპოვარი! ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს! ვალდებული ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე - გამარჯვებამდე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 9 აპრილია ქართული სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი, რომელსაც 21-მა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამით ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა. „9 აპრილია დღეს… ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში! თარიღი ორმაგი განცდის - გლოვისა და გამარჯვების! 9 აპრილია ქართული სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი, რომელსაც 21-მა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამით ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა. 36 წელია ამ სახელებს და გვარებს ვიმეორებთ ტკივილიანი სიამაყით, რადგან ყოველ მომდევნო თაობას დიდ ტრავმასთან ერთად, მათ დაუტოვეს ისტორიული მეხსიერება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი პროცესი და რომ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალდებულებაა. აი, ამიტომაც ვალდებული ვართ დავიცვათ მათი მონაპოვარი! ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს! ვალდებული ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე - გამარჯვებამდე“, - წერს ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)