12:14 - 17 May, 2026
|
2025-04-09 08:56:15, 643 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი
მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენეს. ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ღამე აქციის მონაწილეებთან ერთად გაათენა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზაცია შეინიშნება და იმ შემთხვევაში თუ ისინი აქციის მონაწილეებისკენ წავლენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ და ტროტუარზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლონ“. „არავითარი წინააღმდეგობა ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ აქ“, - განაცხადა ბურჭულაძემ. „ბოლომდე, ბოლომდე“, „საქართველო“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ამ დროისთვის სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული ქაშვეთთან და პარლამენტის უკანა შესასვლელთან.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)