|
2025-04-09 08:42:34, 626 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილს მოქმედ პრეზიდენტს არ ვუწოდებ
სალომე ზურაბიშვილი არის, ამ ეტაპზე, ამ ქვეყანაში, ამ მოცემულ პერიოდში, ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ანუ ყოფილი პრეზიდენტი, მართლაც. ანუ მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს - ამის შესახებ ნიკა მელიამ ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. ,,მე არ ვუწოდებ [მას მოქმედ პრეზიდენტს] და ამით კი არ ვაკნინებ, არამედ ვაძლიერებ. ასუსტებს ყველა ის ადამიანი, რომელიც მას საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს. არალეგიტიმური პრეზიდენტია ყაველაშვილი. ამ ქვეყანაში არის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მესამე პრეზიდენტი იქ, სადაც არ უნდა იჯდეს და მეოთხე პრეზიდენტიც, ჰო? ანუ, ყველამ თავისი ფუნქცია უნდა გამონახოს და ყველა თავის როლს თამაშობს, თუმცა ამ "პრეზიდენტობანას" თამაშში მე არ შევიდოდი. გულწრფელად გეუბნებით და ამით მე არ ვაკნინებ. არ შეგიძლიათ, მე თქვენ დამარქვათ იმპერატორი, არ შეიძლება დამარქვათ ის, რაც არ ვარ. ხელშეწყობის გარდა ჩემგან არაფერი არ ჰქონია ქალბატონ ზურაბიშვილს და არც ექნება მომავალში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის უხერხულ პროცესში უნდა შევიდე, რისიც არ მჯერა და სიყალბის ნატამალი არ უნდა ჰქონდეს. როდესაც შენ გაქვს ამბიცია იმისა, რომ იყო ლიდერი, პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთო''- თქვა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)