12:13 - 17 May, 2026
|
2025-04-08 15:27:55, 532 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - რადიკალურ დაჯგუფებას უსტატუსო სალომე ზურაბიშვილი არ სჭირდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი ვერ იქნება, რადგან ის მათთვის საინტერესო იყო პრეზიდენტის სტატუსის გამო. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მხრიდან ზურაბიშვილის მისამართით გახშირებული კრიტიკის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „ეს დაპირისპირება დიდი ხანია, გრძელდება. სალომე ზურაბიშვილის ლიდერობა ვერ შედგება. სალომე ზურაბიშვილს იყენებდა ეს რადიკალური დაჯგუფება და თვითონაც გახდა მისი წარმომადგენელი თავისი სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა მას პრეზიდენტის შემთხვევაში. დღეს მას არანაირი სტატუსი არ აქვს და ამ რადიკალურ დაჯგუფებასაც უსტატუსო სალომე ზურაბიშვილი არ სჭირდება. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)