|
2025-04-08 14:23:11, 548 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - ყველამ თავისი საქმე აკეთოს
სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ ნეგატიური გამოცდილებების მიუხედავად, ზოგიერთები მაინც ჯიქურ აგრძელებენ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებსაც საზოგადოებაში შფოთი და დაძაბულობა შემოაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მახაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ლოგიკურია, რომელიც რეალურად საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება. „არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი მხრივ, ვალდებულები იქნებიან, რომ თავიანთ საქმეს მიხედონ და არა პოლიტიკურ საქმიანობას, მეორე მხრივ, პოლიტიკურმა პარტიებმაც გააკეთონ თავისი საქმე და არ იყვნენ ზოგიერთი „ენჯეოს“ პოლიტიკური გაგრძელება. ყველამ, ვისაც გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს, გრანტი საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეუთანხმოს, რაც უზრუნველყოფს, რომ ეს გრანტები საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება და არა რომელიმე მავნე პოლიტიკურ ინტერესს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა გამოცდილება, როდესაც მსგავსი ტიპის ვითომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმიანობის საფარქვეშ ხდებოდა პოლიტიკური საქმიანობის გავრცელება, მაგალითად რეგიონებში. შემდეგ თავად პოლიტიკური პარტიები ამაყობდნენ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ფონდიდან დაფინანსება მიიღეს, რომლებიც შემდეგ ირიბად რეგიონებში პოლიტიკური აქტივიზმისთვის იყო გამოყენებული. ყველამ თავისი საქმე აკეთოს. არასამთავრობოები არ იყვნენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური გაგრძელება“, – განაცხადა მახაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)