|
2025-04-08 14:10:17, 467 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად
ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სხვა არჩევანი არ არის, გარდა იმისა, რომ „ყოველდღე ვიბრძოლოთ ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის“. „არ მოვუსმინოთ რეჟიმის ცრუ პროპაგანდას და მის პროპაგანდისტებს, რომლებიც ყოველდღიურად მოგონილი მტრებითა და ხელოვნურად შექმნილი საფრთხეებით ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას და დაშინებას მხოლოდ იმისთვის, რომ არ დავინახოთ მთავარი რეალობა: ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი. ისინი მუდმივად ემუქრებიან ქართველ პატრიოტებსა და დასავლელ მეგობრებს ქვეყნის დანგრევით, ყველაფრის განადგურებით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ამიტომ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ვიბრძოლოთ ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში ზოგიერთი პირი მოძალადე რეჟიმის მხარეს დგას ან პირადი გამორჩენისთვის, ან შიშით. შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად, გაბედულად და ერთობლივად“, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)