|
2025-04-08 12:54:14, 533 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, მათ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული საქმეების „შეკერვას“ ცდილობს. „ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს „შეკეროს“ კონკრეტული საქმეები. პარალელურად, შექმნას სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ კრემლს და რუსეთს მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს შესაბამისი უკანონო და პოლიტიკურად საქართველოს ინტერესების შემლახავი განცხადებები და პოზიციები, მათ შორის დამაზიანებელი პოზიციები საქართველოს ჯარზე, სამხედროებსა და აგვისტოს ომზე“,- განაცხადა კუპრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)