|
2025-04-08 11:51:35, 572 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - ევროპელი იდიოტები ბირთვული კონფლიქტის საფრთხის დონეს არ აღიარებენ
ევროპა არ აღიარებს, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხემ უმაღლეს დონეს მიაღწია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს. „მიუხედავად იმისა, მარაზმატიკი ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე არ არსებობდა, ეს იყო ცინიკური ტყუილი: საფრთხემ უმაღლეს დონეს მიაღწია. ტრამპის ადმინისტრაცია ამას სიტყვიერად მაინც აღიარებს (თავდაცვაზე რეკორდული 1 ტრილიონი დოლარის დახარჯვა შესთავაზა). ევროპელი იდიოტები - არა. პირიქით, მათ კვლავ დაიწყეს თავიანთი მწირი სტრატეგიული პოტენციალის შენჯღრევა. სიტუაცია ისეთია, რომ ეგრეთ წოდებული "უკრაინის" გარშემო კონფლიქტის სრული დასრულების შემთხვევაშიც კი, უახლოეს ათწლეულებში ბირთვული განიარაღება შეუძლებელია. მსოფლიო შექმნის ახალ, უფრო დესტრუქციულ იარაღს და სულ უფრო მეტი ქვეყანა მოიპოვებს ბირთვულ არსენალს“, - წერს მედვედევი. მისი თქმით, უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუ რით დასრულდება ეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)