|
2025-04-08 10:16:12, 756 ნახვა
საზოგადოება
ZEG Storytelling Festival - 13-15 ივნისი
როგორ შეიძლება დაგანახოს ომი სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორები და არტისტები? მზად ხარ დაუვიწყარი ისტორიების მოსასმენად და ინსპირაციის მისაღებად? ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, უკვე მეხუთედ ბრუნდება და წელს 13-15 ივნისს კვლავ თბილისში ჩატარდება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დაახლოებას ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, ვაერთიანებთ მოაზროვნეებსა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, ვსაუბრობთ ყველაფერზე - მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პირად ისტორიებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მომხსენებელთა სია, რომ ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი იპოვის. 100-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის "The Moth and the Mountain" ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და "სტალინის სიკვდილის" ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს. სიტყვა ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომ ვაერთიანებთ ცნობილ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს ZEG-ის გარშემო. წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ, მხოლოდ 3 დღით, 7-9 აპრილს, 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ ბილეთები. 10 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის ყველა ბარათზე გავრცელდება 15%-იანი ფასდაკლება. ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, BMW, Culture of Solidarity Fund, Swiss Agency for Development and Cooperation, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network - Pulitzer Center, Adjara Group, Honore.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)