|
2025-04-07 14:09:23, 575 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ტარიფების ფონზე, ფილიპინები ამერიკულ იმპორტზე გადასახადების შემცირებას აპირებს
ფილიპინები ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადის შემცირებას განიხილავს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანას და მათ შორის, ფილიპინებს ტარიფები დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ფილიპინურ იმპორტზე აშშ-ს "საბაზისო", 10%-იანი ტარიფი ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილს კი, ფილიპინებს დამატებით 18%-იანი ტარიფი დაუწესდება, ჯამში 28%. იმის შესახებ, რომ ფილიპინები ამერიკულ იმპორტზე ტარიფის შემცირებას განიხილავს, ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა ქრისტინა როქმა განაცხადა. "ჩვენ ამის გაკეთებას მართლაც ვაპირებთ". - განაცხადა მინისტრმა რეპორტიორის შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა მთავრობა აშშ-დან შემოსულ იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების შემცირებას. როქმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის იმპორტისთვის ან პროდუქტისთვის შემცირდება ტარიფები. მინისტრის განცხადებით, ფილიპინები ასევე განიხილავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების ასოციაციასთან შეერთებას აშშ-ს ტარიფების საპასუხო ზომების ერთობლივად მისაღებად. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა. ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე. "საბაზისო" 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილიდან ძალაში შევა აშშ-ს 50-მდე უმსხვილეს პარტნიორზე დაწესებული უფრო მკაცრი ტარიფები.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)