|
2025-04-05 15:48:28, 921 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები
ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება ცესკოს დადგენილება. „რეალურად, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ცესკოს მიერ. ამ შემთხვევაში იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება შესაბამისი გადაწყვეტილება. სირთულეები რომ იყო, ეს აჩვენა წინა არჩევნების პრაქტიკამაც. ძალიან ხშირად, მათ შორის, ბოროტად გამოიყენებოდა გარკვეული სტატუსი, რომელიც ჰქონდათ კონკრეტულ ადამიანებს. ეს არის ცესკოს ფუნქცია. ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები. ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება სპეკულაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამას, დიდი ხანია, მიჩვეული ვართ და ახლაც არავის უკვირს, მით უმეტეს, როდესაც აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში, ვგულისხმობ პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ISFED-ს არ გაუყალბებია ეს შედეგები. გაყალბებული შედეგებით მანიპულირებდა ყველაზე მდიდარი NGO-ების მთელი სპექტრი, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, „საერთაშორისო გამჭირვალობაც". გამყალბებლები სპეკულირებენ, მაგრამ მათ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ორგანიზაციის შესახებ", - განაცხადა კობახიძემ.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)