|
2025-04-05 14:00:11, 944 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ჩემს მიმართ
მიმაჩნია, რომ კანონი არ დამირღვევია, ასევე, მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ჩემს მიმართ, რადგან ჩემი ცხოვრება, ჩემი ბიოგრაფია ამ ქვეყანაზეა მიბმული,- ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მის მიერ შექმნილ კომისიასაც არ აღიარებს. „ქალბატონო მოსამართლე, მინდა გითხრათ, რომ თავს არ მივიჩნევ კანონდამრღვევად, კანონის დარღვევად რომ ჩაითვალოს, მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი. ეს არ იყო კანონიერი მოთხოვნა, უფრო მეტიც, ეს პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნილი დე-ფაქტო, ერთპარტიული დაჯგუფებაა. მთელი ეს პერიოდი დაკავებული იყვნენ ჩემი ლანძღვა-გინებით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით. საგამოძიებო კომისია, როცა ლეგიტიმურ პარლამენტში იქმნება, მისი ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, ეს ადამიანები ყველაზე ერთგული მხარდამჭერები არიან "ქართული ოცნების", მისი წევრები ყველაზე ლოიალურები არიან "ქართული ოცნების" მიმართ, "ქართულმა ოცნებამ" ისინი როგორც ოპოზიციური წარმომადგენლები, ისე ჩაწერა, ეს პოლიტიკური თაღლითობაა. იმ დაჯგუფების გამოძახებაზე, რომელიც ჩემს „გაშავებას“, დისკრედიტაციას ისახავდა მიზანს, არ ვაპირებდი ასეთი კომისიის გამოძახებაზე მისვლას. საშუალებას არ მივცემ "ქართული ოცნების" დაჯგუფებას ე.წ. საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენოს. ცხადია, მიმაჩნია, რომ ბრალი უსაფუძვლოა, მითუმეტეს, გირაო. აქ ისე იყო წარმოჩენილი, რომ მე კრიმინალი ვარ, რომელიც შეიძლება მივიმალო. ჩემი ავტობიოგრაფია ცნობილია პროკურორისთვის, მე სამჯერ არჩეული პარლამენტის წევრი ვიყავი. ახლა მე ვთქვი უარი ჩემს მანდატზე იმის გამო, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერაა აღიარებული, რომ არჩევნები მიტაცებულია. შესაბამისად, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად შექმნილი კომისიის გამოძახების შედეგად არ მივიდოდი. მიმაჩნია, რომ კანონი არ დამირღვევია, ასევე, მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ჩემს მიმართ, რადგან ჩემი ცხოვრება, ჩემი ბიოგრაფია ამ ქვეყანაზეა მიბმული. არსად წასვლას არ ვაპირებ, არც არასდროს წავსულვარ, მათ შორის, გადატრიალების შემდეგაც, საქართველოში დავრჩი როცა გადატრიალება იყო და სიცოცხლის მოსპობა მემუქრებოდა, არც ამ შემთხვევაში წავალ“,- განაცხადა ჯაფარიძემ. სასამართლო პროცესზე პროკურატურამ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ბადრი ჯაფარიძეს შეტყობინებაც გაუგზავნეს გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც მას კითხვა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დაუსვა. ჯაფარიძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის "უცხო ნომრებიდან მიღებულ შეტყობინებებს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავს არიდებს, შესაბამისად, მას ის შეტყობინება არ წაუკითხავს".
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)