|
2025-04-04 11:23:07, 704 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ამ ხალხს არავინ ეკითხება, ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ დატოვებს
ამ ხალხს არავინ არ ეკითხება - ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს - ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე იქნებოდა მიღებული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავისი ნებით თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებენ. „სამწუხაროდ, ამ ხალხს არავინ არ ეკითხება - ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს. არაერთი ასეთი ფაქტი ვიცით, ამიტომაც ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა. რაც შეეხება მიზეზებს, ნამდვილად არ მაინტერესებს, რა შიდა ბრძოლები მიდის „ქართულ ოცნებაში“ და რისი „კლანი“ ვისას სჯობნის. სინამდვილეში, ქვეყანა გადასარჩენია და მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის მაინც ბიძინა ივანიშვილი დარჩება. ბიძინა ივანიშვილი პუტინის ინსტრუქციებს ასრულებს და პუტინის ინსტრუქციები და ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციები, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. კობახიძის, რიჟვაძის, სხვისი თუ ვისი „კლანი“ იმძლავრებს, ნამდვილად პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)