|
2025-04-04 10:29:32, 608 ნახვა
მსოფლიო
კირილ დმიტრიევი - დონალდ ტრამპმა მესამე მსოფლიო ომის დაწყება შეაჩერა
პრეზიდენტმა ტრამპის ადმინისტრაციამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთთან დიალოგი არ ყოფილა და „რუსული პოზიციის გაგების მცდელობა არ ყოფილა“. „რაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა გააკეთა, ეს არის ის, რომ მათ მიაღწიეს პირველ დეესკალაციას კონფლიქტში, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას გულისხმობს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს კარგი დისკუსიები, ჩვენი დიპლომატებიც განიხილავენ შესაძლო შედეგს. ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა არა მხოლოდ შეაჩერა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, არამედ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზე“, - აღნიშნა კირილ დმიტრიევმა. კითხვაზე, არის თუ არა სანქციების მოხსნა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პირობების ნაწილი, დმიტრიევმა უპასუხა, რომ რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან სანქციები რუსეთზე მეტად ევროპასა და აშშ-ს აზარალებს. „რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან თუ გადავხედავთ ჩვენს მშპ-ს ზრდას, შარშან ის 4 პროცენტი იყო, ევროპაში მხოლოდ ერთი პროცენტი. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ რეალურად ამერიკულმა კომპანიებმა დაკარგეს დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის მოგება რუსეთიდან გასვლით. ასე რომ, ვფიქრობ, სანქციები შეიძლება მოიხსნას, როდესაც ამერიკული კომპანიები მოისურვებენ დაბრუნებას, მოისურვებენ ისარგებლონ რუსეთში ბიზნეს შესაძლებლობებით. რუსეთი არ აყენებს რაიმე წინაპირობებს და არ ითხოვს კონკრეტული სანქციების შემსუბუქებას“, - აღნიშნა დმიტრიევმა. შეგახსენებთ, კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში იმყოფება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)