16:41 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 11:11:37, 603 ნახვა

პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - მინდა, იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც კომისიაზე არ მოდის, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს

ჩვენ არ ვართ ბოროტები - მინდა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც კომისიაზე არ მოდის, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს - ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ადამიანები, - ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირები, რომლებიც დაბარების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ მიდიან, ჩრდილს აყენებენ კომისიას, კომისიის წევრებს და ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ.

„მინდა ერთი რამ ვუთხრა ყველას - ჩვენ არავის ვაშინებთ. ისე, არაა თითქოს, ვინმეს სადმე დაბარება, ბრალდებულის სტატუსი, ან მსგავსი გვახარებს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ არ ვართ ბოროტები. მინდა, პირველ რიგში, ამ ადამიანებს ვუთხრა, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ არ ვართ ბოროტები, ეს არის მთავარი წყალგამყოფი რაც განგვასხვავებს. ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ადამიანები. ჩვენ ღიად, თავისუფალ და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას გთავაზობთ. ვთავაზობთ, რომ საჯაროდ, საზოგადოების წინაშე მოვიდნენ და კითხვებზე პასუხები გასცენ. ის, რაც ხდება, რომ გაუგონარი და სრულიად სასაცილო აბსურდული მიზეზებიდან გამომდინარე არ აპირებენ მოსვლას, სინამდვილეში საზოგადოების უპატივცემულობას ნიშნავს. უკაცრავად, მაგრამ ეს ადამიანები ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი არიან დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics