17:38 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 15:16:50, 639 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი ხაზარაძეზე - ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არ ვემორჩილებით, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მამუკა ხაზარაძისთვის სასამართლოს მიერ 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდება.

როგორც ის აღნიშნავს, ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ.

„მთავარი ამბავი აქ ის არის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ფანტაზია უსაზღვროა, როცა ავტოკრატიასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთავარი ამბავია ის, რომ არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ ქვეყნის გარუსებას და არ ვაპირებთ, ეს ქვეყანა გახდეს რუსეთის ნაწილი. მათი მცდელობაა, დასაჯონ ადამიანები და გააჩერონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძვით, ამის გამო მიმდინარეობს ეს ფარსი სასამართლო პროცესები, მაგრამ ისევე როგორც ბევრჯერ, ამ ქვეყნის ისტორიაში, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics