04:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 15:15:16, 712 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს

რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. დიმიტრი პესკოვი ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთთან კავშირების აღდგენისთვის ჰელსინკი „გონებრივად უნდა მოემზადოს“.

„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მათთან, ვისაც ეს სურს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, „რუსეთი სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი არასდროს ყოფილა“.

„შეგახსენებთ პრეზიდენტის სიტყვებს, რომ ჩვენ ფინეთთან და შვედეთთან არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ახლა კი თავიანთ ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურას ათავსებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics