|
2025-04-01 14:12:18, 1310 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი რუსეთ-ჩინეთის კავშირების გაძლიერებას აპირებენ
ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი რუსეთ-ჩინეთის კავშირების გაძლიერებას აპირებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან შეხვედრისას განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს აერთიანებს არა მხოლოდ ისტორიული და სამხედრო ძმობა და გრძელი საერთო საზღვარი, არამედ კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ეროვნული ინტერესების ფართო სპექტრი. „ასე გვიხელმძღვანელებენ ჩვენი ლიდერები, პრეზიდენტი პუტინი და თავმჯდომარე სი ძინპინი. ცოტა ხნის წინ ვიდეოკონფერენცია გაიმართა, მანამდე კი, სატელეფონო საუბარი იყო და მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ორმხრივი ვალდებულება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების მუდმივი გაძლიერებისკენ. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მათი შეთანხმებები ეფექტურად განხორციელდეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ხედავს მოსკოვისა და პეკინის პასუხისმგებლობას საერთაშორისო არენაზე მჭიდრო კოორდინაციისთვის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან სტაბილიზაციის ფაქტორის ამ რთულ დროს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით 31 მარტიდან 2 აპრილამდე ჩავიდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)