|
2025-03-29 13:43:50, 1041 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - კითხვას ვსვამ, ეწინააღმდეგებით, რომ მეტად დაგვეხმაროს ამერიკა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში?
კითხვას ვსვამ, როდის უფრო დაცული იქნება საქართველო, როდესაც აშშ-ის მსგავსი ზესახელმწიფო შენ გვერდით არის, თუ როდესაც მარტო ხარ მიტოვებული და მტრისთვის საჯიჯგნად ხარ ქცეული, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ითხოვს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას ირაკლი კობახიძისგან, ეწინააღმდეგება თუ არა კობახიძე აშშ-სთან უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობასა და ამერიკულ ინვესტიციებს. „მინდა, შეკითხვა დავუსვა ირაკლი კობახიძეს. ამერიკის სენატმა, საგარეო კომიტეტმა მიიღო „მეგობარი აქტი“. მე მინდა, გკითხო პირადად შენ და შენს თანაგუნდელებს, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შემოტანას, თქვენ ამას ეწინააღმდეგებით? თქვენ ეწინააღმდეგებით უვიზო მიმოსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ? თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ ქართველი ახალგაზრდები წავიდნენ და განათლება მიიღონ ამერიკაში? თუ იმას ეწინააღმდეგებით, რომ უფრო მეტი თავისუფალი ვაჭრობა გვქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან? კითხვაზე პასუხი გამეცით კონკრეტულად. თუ იმას ეწინააღმდეგებით, რომ მეტად დაგვეხმაროს ამერიკა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში? ათას სიგიჟეს საუბრობენ თქვენი თანაგუნდელები. კითხვა მაქვს, ამ ყველაფრის წინააღმდეგები ხართ? ანუ არ გინდათ, რომ ქართველებმა უვიზოდ იარონ ამერიკაში? არ გინდათ, რომ ამერიკული კომპანიები შემივიდნენ? არ გინდათ, რომ განათლება ჩვენმა ახალგაზრდებმა ამერიკაში მიიღონ? დააფიქსირეთ ამაზე კონკრეტული პოზიცია. უფრო მეტიც, კითხვას ვსვამ, როდის უფრო დაცული იქნება საქართველო და როდის უფრო მეტად იქნება მშვიდობა გარანტირებული საქართველოში, როდესაც ამერიკის მსგავსი ზესახელმწიფო შენ გვერდით არის, თუ როდესაც მარტო ხარ მიტოვებული ბედის ანაბარა და მტრისთვის საჯიჯგნად ხარ ქცეული. ამ კითხვებს გაეცით კონკრეტულად პასუხი. თქვენ ახლა ფაქტობრივად ყველაფერზე საუბრობთ, გარდა იმ რეალური შინაარსისა, რაც არის „მეგობარ აქტში“. ის რომ, იქ საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, კრიზის განმუხტვაზე რომლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება. ეს თქვენ ძალიან გაწუხებთ და გტკივათ, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებას კონკრეტულად გვაინტერესებს, დააფიქსირეთ პოზიცია. პასუხი მჭირდება და ყველას გვაინტერესებს, დააფიქსირეთ კი ან არა. ხომ არ შეიძლება ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ბოლომდე დაგაკარგვინოთ გონი. ხომ არ შეიძლება მეგობარი გამოაცხადო მტრად. ხომ არ შეიძლება ქვეყნის ეროვნული ინტერესები გათელოთ ფეხქვეშ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ. რას გავხართ იცით? – თქვენი პოლიტიკა არის, რომ ან ჩვენ ვიქნებით, ან ქვა ქვაზეც არ დარჩენილა, წყალსაც წაუღია აბსოლუტურად ყველაფერი. ასე არ არის ჩემო კარგებო“, – განაცხადა ვაშაძემ.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)