|
2025-03-29 12:53:50, 1053 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯებისთვის, ევროპელი დიპლომატები კაია კალასს აკრიტიკებენ
ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ კაია კალასი კრიტიკის ობიექტია რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული გამოსვლისა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიმართების გამო. „პოლიტიკოს“ ცნობით, კაია კალასის პრობლემები პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც კიევში მიმავალმა დაწერა, რომ ევროკავშირს სურს, უკრაინამ ომში გაიმარჯვოს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, ვინაიდან ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის ხელმძღვანელმა სამუშაოზე ერთ დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში თავი იმდენად თავისუფლად იგრძნო, რომ გადალახა ის, რაც ევროკავშირში დამკვიდრებულ ენად მიაჩნიათ. „ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ზემოხსენებულმა დიპლომატმა, ასევე ევროკავშირის ცხრა სხვა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა კალასის სამსახურში მუშაობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაცდომებზე მიუთითეს. „პოლიტიკო“ წერს, რომ მომდევნო თვეებში ეს შეშფოთება გაიზარდა, მათ შორის, კალასის აგრესიული დამოკიდებულების გამო რუსეთთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით ესპანეთი და იტალია არ იზიარებენ კალასის შეფასებას მოსკოვის, როგორც ევროკავშირისთვის გარდაუვალი საფრთხის შესახებ. „თუ მას მოუსმენთ, ჩანს, რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, ეს კი არ არის ევროკავშირის ხაზი“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)