17:08 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 19:22:14, 1114 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი აქციის მონაწილეებზე - ეს ახალგაზრდები პროპაგანდის იდეის ქვეშ არიან

ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ეს ახალგაზრდები პროპაგანდის იდეის ქვეშ არიან.

„ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“]. ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ. ამ იდეით არიან პროპაგანდის ქვეშ. წარმოიდგინეთ, მაშინ, როცა ხელში ჰქონდათ ძალა, ვინმეს რამე გაებედა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის ამ განცხადებას, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა რეპლიკით უპასუხა, რომ პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ახალგაზრდების მხოლოდ გარკვეული ჯგუფი დგას.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა კომისიის სხდომებს ინტერესით მიადევნებს თვალს.

„დავაზუსტებ, აქ საუბარია ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფზე, რადგან ახალგაზრდობა ჩვენ ქვეყანაში გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანია და უმრავლესობა მათგანი დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესით მიადევნებს თვალს და ყურს ამ სხდომებს. ბევრ რამეს გაიგებს, რაც არ იცოდა. რაც მთავარია, იმ დოკუმენტაციას გაეცნობა ყურადღებით, რომელიც მათ შორის თქვენც მრავლად ჩამოთვალეთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა

ამასთან დაკავშირებით ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას „ყველაზე არ უსაუბრია“.

„მე ვთქვი, ეს ახალგაზრდები, მე არ მითქვამს საერთოდ ახალგაზრდები, ყველაზე არ მისაუბრია“,- აღნიშნა ვოლსკიმ სხდომის მიმდინარეობისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics